გოგოლესუბნის საჯარო სკოლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა მინიფეხბურთის სახეობაში მე-2 საპატიო ადგილი ღირსეულად მოიპოვეს.
სკოლა მადლობას უხდის გუნდის ხელმძღვანელ პედაგოგს, მერაბ სიხარულიძეს და გუნდის ყველა წევრს: დათო და გიორგი ბერძენიშვილებს, ბექა და ლუკა ბოლქვაძეებს, საბა ხაბეიშვილს, მიშიკო კოპლატაძეს სასკოლო ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისათვის და მათ შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები