თბილისის N177 საჯარო სკოლაში პროფესიული უნარების კურსები ტარდება
19-10-2018
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ფარგლებში, საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, თბილისის N177 საჯარო სკოლაში VIII-IX მოსწავლეებისათვის პროფესიული უნარების კურსებს ატარებს. სკოლაში 1 ოქტომბერს დაიწყო პროექტი „ინფორმაციის ტექნოლოგია“.
კურსის მიზანია პროექტში ჩართული მოსწავლეებისათვის კონკრეტულ პროფესიაზე ნათელი წარმოდგენის შექმნა, ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიის საბაზო კომპეტენციის დაუფლებისა და შრომითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, პროექტში ჩართული მოსწავლეების წახალისება, საკუთარი ძალების მოსინჯვა პროფესიისთვის დამახასიათებელი სამუშაოების შესრულების საქმეში და ზოგადი პროფესიული ცოდნის მიღება გადაწყვეტილების მისაღებად – დაეუფლოს თუ არა კონკრეტულ პროფესიას საფუძვლიანად და სრულად.
სკოლაში დაიწყო პროფესიული უნარების კურსი გოგონებისათვის „კერვა და ნაწარმის მხატვრული გაფორმება“. ასევე, შედგა ექსკურსია კოლეჯში.
სკოლის მოსწავლეები გაეცნენ კოლეჯის სამკერვალო გარემოს, დაათვალიერეს სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრები, გაეცნენ სამკერვალო მანქანა დანადგარებსა და მოწყობილობებს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯი, მისი ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები და ტექნიკური საშუალებები. მასწავლებელი მათ ესაუბრა ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების პროფესიულ უნარ ჩვევებზე, შესასწავლ საგნებზე, მომიჯნავე პროფესიებზე და ზოგადად კოლეჯში არსებულ სწავლის პრონციპებზე.