რუსთავის N12 საჯარო სკოლაში „თაბაშირ - მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟის“ შესახებ თემაზე „თაბაშირ-მუყაოს ჭილის დაჭრა“ პრაქტიკული გაკვეთილი ჩატარდა.
აქტივობის მიზანია მოსწავლემ შეძლოს: შრომის უსაფრთხოების დაცვით ფილაზე ზომების დატანა და დაჭრა; ხელსაწყო იარაღების სწორად გამოყენება.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ, პრაქტიკული სამუშაოს შესრულების პროცესში აქტიურად ჩართულიყვნენ, ხელსაწყო - იარაღები სწორად გამოეყენებინათ, უსაფრთხოებაზე ეზრუნათ და მარტივი პროექტი დაემზადებინათ.
იხილეთ ფოტოები