სამტრედიის N3 საჯარო სკოლის ინტელექტუალთა გუნდმა - „იპრიტი“ პროექტის - „ინტელექტის დღე-2018“ ფინალურ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა.
სკოლა 73 მუნიციპალურ ჩემპიონს შორის 23-ე ადგილზე გავიდა.
გუნდის წევრები არიან - ავთანდილ უჯმაჯურიძე (გუნდის კაპიტანი), გიორგი ზამთარაძე, გიორგი ჩაჩუა, ლუკა გეგეშიძე, გიორგი გოგიშვილი, დათო გოგიავა, დემეტრე ჯინჭარაძე და ლუკა ლორია. კურატორი - ანნა ლეჟავა.
ფინალური ტურნირი, თბილისში, სასტუმრო Hualing Tbilisi-ში გაიმართა.
ტურნირს საქართველოს ინტელექტ-კლუბის - „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა.
„ღონისძიება წარიმართა საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად. სადაც ჩვენმა გუნდმა უკან ჩამოიტოვა 55 გუნდი და გავიდა საპატიო 23 -ე ადგილზე. ვულოცავთ გუნდს ღირსეულ წარმატებას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო