ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი ფეხბურთის ტურნირში გაიმარჯვეს
19-10-2018
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.  

სასკოლო სპორტულმა ოლიმპიადამ სტარტი 16 ოქტომბერს აიღო. 

ოლიმპიადა მინი-ფეხბურთით დაიწყო, რომელიც ლესის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე მიმდინარეობდა. 

დაძაბული მატჩების შემდეგ საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: მესამე ადგილი - წყალწმინდის საჯარო სკოლა, მეორე ადგილი - ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლა, ხოლო პირველი საპრიზო ადგილი კი ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლას ხვდა წილად. 

გამარჯვებულ გუნდებს დიპლომები, მედლები და თასები გადასცეს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ია ჩხაიძემ, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიტაძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ემზარ თედორაძემ. 

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის გუნდი, როგორც გამარჯვებული, რეგიონულ ტურნირშიც იასპარეზებს. 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის კიდევ შვიდ სახეობაში ჩატარდება. 

„მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ. გამარჯვებას ვულოცავთ ჩვენი სკოლის გუნდს, რომელსაც მთელი სკოლა ვგულშემატკივრობდით. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ მანდატურების მხარდაჭერა და გულშემატკივრობა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203