ხაჩკოვის საჯარო სკოლაში დღეს მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნებში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის სხვა თანამშრომლები.
კენჭისყრის პროცესის ჩატარებისთვის საარჩევნო კომისია იყო შექმნილი.
მონაწილეებს არჩევნების შესახებ სპეციალურად მომზადებული ინსტრუქცია სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ლიუბა ბულუდიანმა აუხსნა.
არჩევნების შედეგად თითო კლასიდან (7-12) ერთი კანდიდატი სკოლის თვითმმართველობის წევრი გახდა, სხდომის შედეგად კი - ჰოვჰანეს ბალიანი გახდა თავმჯდომარე, ალვართ პოგოსიანი - თავმჯდომარის მოადგილე, ალესია ბალიანი კი - მდივანი.
ბოლოს სკოლის დირექტორმა, ლიანა პილტოიანმა გამარჯვებულს და დანარჩენ კანდიდატებს მიულოცა და წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები