ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „გავუფრთხილდით გარემოს“ განახორციელეს
19-10-2018

ლეჟბადინის საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „გავუფრთხილდით გარემოს“ განახორციელეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ლეჟბადინის ისტორიული - „თუთის ტყე’’ გაწმინედეს. ტყის ნობათი მოაგროვეს, დაკრიფეს კუნელი და ასკილი. სამოვარით ჩაი აადუღეს და სუფრა გაშალეს. 

მოსწავლეებმა ასევე დაარგეს თავიანთი სახელობითი ხე. სკოლის აღსაზრდელებმა სხვადასხვა ნაწარმოებიდან ბუნებისა და ტყის შესახებ ამონარიდები ზეპირად წაიკითხეს. 

ასევე გაზეთი -  „მე მიყვარს ბუნება“ და „შვლის ნუკრის ნაამბობი“ დაამზადეს და ფეხბურთი და ხელბურთი ითამაშეს.

მოსწავლეები დირექტორმა დურსუნ ისმაილოვმა სიგელებით დააჯილდოვა. 

აქტოვობას ორგანიზება ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებმა ნინო გრიგორიევამ და ფოთოლა ჯაჯანიძემ გაუწიეს. 

„ეს დღე დაუვიწყარია ლეჟბადინის სკოლის მოსწავლეებისთვის. ამ ლამაზი დღის ორგანიზებისთვის პედაგოგებს მადლობას ვუხდით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203