ნახუნაოს საჯარო სკოლაში სკოლასა და მშობლებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმაზე იმსჯელეს
19-10-2018
ნახუნაოს საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში მშობელთა კრება გაიმართა. 

კრებაზე განხილულ იქნა სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმა. 

საქმეთა მწარმოებელმა დამსწრე საზოგადოებას სკოლისა და მშობლების უფლების და ვალდებულების მუხლები წაუკითხა და განუმარტა. 

შემდეგ სკოლის დირექტორმა მიმართა მშობლებს და ისაუბრა საფრთხეებზე იმ შემთხვევაში, თუ  სკოლა და მშობლები არ ითანამშრომლობენ ბავშვის სწავლა-განვითარებისათვის. 

განხილვის შემდგომ გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. 

ბოლოს კი მშობლებს დაურიგდათ ხელშეკრულების ფორმები და დაიწყო გაფორმების პროცესი.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203