ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მასწავლებლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა
19-10-2018
მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ახალციხის N5 საჯარო სკოლამ სკოლის მოსწავლეებისათვის გამოაცხადა ნახატების კონკურსი თემაზე „მასწავლებელი“.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო ოცდაორმა მოსწავლემ, რომელთა ნამუშევრები ფოტოების სახით გამოქვეყნდა სკოლის გვერდზე.
facebook-ის მოწონებების მიხედვით გამოვლინდა გამარჯვებული ნახატის ავტორი - მარიამ ქურდაძე, მე-3ე კლასის მოსწავლე, ხოლო საკონკურსო კომიისის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა მე-11გ კლასის მოსწავლის, ქეთევან კაჭკაჭაშვილის ნახატმა.
მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ასევე ესეების კონკურსი თემაზე - „მე რომ მასწავლებელი ვიყო“.
კონკურსში V-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ესეების კონკურსის ნაშრომების გასწორებისა და გაარჯვებულის გამოვლენის მიზნით შექმნილმა კომისიამ 47 ნაშრომიდან სამი გამარჯვებული ესეს ავტორი გამოავლინა.
ესენი არიან: მერი მხითარიანი (მე-12გ კლასი), თათია ივანიძე (მე-7ბ კლასი) და მარიამ ქომოშვილი (მე-6ე კლასი).
ახალციხის N5 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს.