2019 წლის ბოლომდე „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება
22-10-2018

მომდევნო წლის ბოლომდე „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, სახელმძღვანელო „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის, თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო წყლისა და ენერგიის დაზოგვა ნარჩენების მართვა. 

სახელმძღვანელოს გასაცნობად და მასში ასახული თეორიული და პრაქტიკული მასალის სწორი მიწოდებისათვის, ცენტრმა მცხეთის მუნიციპლიტეტის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მეთოდისტები გადაამზადა. 

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისისა და კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში, ტრენინგები ჩაუტარდა საბავშვო ბაგა-ბაღების 412 მეთოდისტსა და აღმზრდელს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203