ძირკვაძეების საჯარო სკოლაში სხვადასხვა წრე აქტიურად ფუნქციონირებს
22-10-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლაში სხვადასხვა წრე აქტიურად ფუნქციონირებს. 

საწრეო მუშაობა ჩატარდა ბიოლოგიაში, სახელწოდებით, „ჩვენ გვიყვარს ბიოლოგია“. 

წრეში გაწევრიანებულები არიან საბაზო საფეხურის მოსწავლეები. 

წრეს პედაგოგი დონარი აბულაძე ხელმძღვანელობს. 

„დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში კლასგარეშე მუშაობამ, რაც მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას და განვითარებას“ - აღნიშნა პედაგოგმა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის წრის, „მერანის“ წევრების პირველი შეხვედრა გამართა წრის ხელმძღვანელმა, მერი სოლომონიძემ. 

მან მოსწავლეებს წრის სამუშაო გეგმა გააცნო და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

„ჩვენ გვიყვარს ბუნება“ - ამ სახელწოდების საწრეო სამუშაო ჩატარდა პირველ, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებთან. 

სამუშაო შეხვედრას პედაგოგი ნაირა ხალვაში ხელმძღვანელობდა. 

ასევე, სკოლაში გეოგრაფიის წრის „ნორჩი გეოგრაფიის“ პირველი მეცადინეობა გაიმართა. 

წრის ხელმძღვანელმა ოთარ აბულაძემ წრის წევრებს გააცნო სამუშაო გეგმა და მომდევნო მეცადინეობისთვის გაანაწილა დავალებები.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203