თბილისის N122 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რარიტეტული წიგნები დაათვალიერეს
22-10-2018
თბილისის N122 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ. VIა, VIბ და VIIა კლასის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკის საცავში დაცული რარიტეტული წიგნები და ექვთიმე თაყაიშვილის 155 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა - ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების ამსახველი ძველი და ახალი ფოტოსურათები, დაათვალიერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. იხილეთ ფოტოები