22-24 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი - იხილეთ მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
22-10-2018

მიმდინარე წლის 22-24 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, ზოგან ძლიერად, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

ქალაქ თბილისში 22 და 24 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, 23 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25 ოქტომბერს ხანმოკლე წვიმა და დღის მეორე ნახევრიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსი იქნება.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203