დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2018-2019 სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს
22-10-2018
დაბა შუახევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს. სკოლას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესტუმრა. მან სკოლის აღსაზრდელებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
პირველკლასელებს ბუკები დაურიგდათ. სკოლის აღსაზრდელებმა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ლექსები წაიკითხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა 2018-2019 სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს. იხილეთ ფოტოები