სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში საზეიმო გაკვეთილი ჩატარდა
22-10-2018
სამტრედიის N12 საჯარო სკოლის Iა კლასში დამრიგებელმა მედეა გეგეშიძემ ღია გაკვეთილი ჩაატარა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი სახალისო და მარავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
„აი ია საოცრების დასაწყისი, საუკუნეს რომ ანათებს ძალა მისი“ - ასე დაიწყო ქართული ენის გაკვეთილი Iა კლასში, რომელიც უჩვეულოდ საზეიმო და ჯადოსნური იყო. პატარები ეზიარნენ ორი ხმოვნისაგან შედგენილ საოცარ სიტყვას - „ია“. პირველკლასელებმა ლექსები წარმოთქვეს. შემდეგ მათ ბურატინომ ოქროს გასაღები მიუტანა, რომლითაც დედა ენის ცოდნის კარი გააღეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.