უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეს
22-10-2018
უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო კონცერტი - „სიკეთე გადამდებია“ ჩაატარეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონცერტი მიზნად ისახავდა ამირან თავართქილაძის დახმარებას, რომელიც სიმსივნით არის დაავადებული და სასწრაფო ოპერაცია ესაჭირება.
„ღონისძიება მოსწავლეებმა ერთობლივი ძალებით დაგეგმეს და განახორციელეს, ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით იყო დატვირთული“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.