ხელვაჩაურის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმ „ბორჯღალოში“ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
ექსკურსიის ორგანიზატორები XI კლასის დამრიგებელი ვენერა აბუსერიძე და ისტორიის მასწავლებელი ნაირა ყურშუბაძე იყვნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის საგამოფენო პავილიონები, რომელიც განთავსებულია 3 000 კილომეტრზე, შესაბამისი გამწვანებითა და იფრასტრუქტურით. გაეცნენ აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტებს, ხალხური რეწვის დარგებს, აგრარული მეურნეობას, ადამიანის ყოფა -ცხოვრების ამსხველი ნივთებს ( შესაბამისი ფოლკლორული სიმღერის თანხლებით).
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მუზეუმში მანეკენები წარმოდგენილია შრომითი საქმიანობით, ასაკისა და ხასიათის გათვალისწინებით, რაც მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს.
მუზეუმში წარმოდგენილია ასევე მუზეუმის დამფუძნებლის, ქემალ თურმანიძის ხეზე კვეთილობის ნაკეთობანი, რომლებმაც არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. მუზეუმში წარმოდგენილი თითოეული ნიმუში უნუკალურია და იგი შექმნილია ერთი პიროვნების მუზეუმის დამაარსებლის მიერ.
იხილეთ ფოტოები