ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობენ.
სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნანა ბურჯალიანმა ეტალონის პირველ ტურში მონაწილე წარმატებული მოსწავლეები, სიგელებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
სკოლის მოსწავლე მარიამ გოგებაშვილი კი „ეტალონის“ მეორე ტურში მონაწილეობდა.
მან მეორე ადგილი დაიკავა და დიპლომით დაჯილდოვდა.
ლაჯანის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები