დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლებასთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს
22-10-2018
ოქტომბრის თვე დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლების თვეა. ამასთან დაკავშირებით დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა სპეცმასწავლებელთან ნინო ნინიაშვილთან და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებთან ერთად ღონისძიება მოამზადეს, რომელიც თანაკლასელს მიუძღვნეს.

აღნიშნულის დევიზი გახლდათ - „ჩვენ, VI კლასელები არ ვითვლით ქრომოსომებს, ის ჩვენთვის ღვთის საჩუქარია“.

კლასის ხელმძღვანელი მარინე ქაჩლიშვილი გახლავთ.

მოსწავლეებმა სხვადასხვა მხატვრული ნომერი წარმოადგინეს, თანაკლასელებმა კი, მეგობრობის ნიშნად, სკოლის ეზოში მარადმწვანე ხე დარგეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203