თბილისის N103 საჯარო სკოლაში პროექტ „დიდებული მეფეების“ პორტრეტული გალერეის შექმნა მიმდინარეობს
22-10-2018

თბილისის N103 საჯარო სკოლაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამით  მიმდინარეობს პროექტ „დიდებული მეფეების“ პორტრეტული გალერეის შექმნა.

პროექტს ხელოვნების პედაგოგი ლია ცანავა ხელმძღვანელობს, რომელშიც მე-7-მე-8 კლასის მოსწავლეები არიან ჩართულნი.

პროექტის შესასრულებლად 26 საათია გათვალისწინებული.

პრეზენტაცია 26 ოქტომბერს სკოლის ისტორიის კაბინეტში გაიმართება და  ორი დიდი პანოს კედელზე განთავსებით დასრულდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203