ფოთის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში ტრადიციულად საზეიმო ცერემონიალი ჩატარდა.
ღონისძიებას ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი ესწრებოდნენ.
ქალაქის მერმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლებს სწავლის დაწყება მიულოცა და საინტერესო და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
სკოლის დირექტორმა ნონა ჟვანიამ კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მომზადებული სიახლეებისა და ინიციატივების შესახებ ისაუბრა. მან ასევე ეროვნულ გამოცდებზე სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატებები აღნიშნა და ბუთხუზ ღაღანიძეს (100% გრანტი), საბა მახათაძეს (100% გრანტი), აკაკი ბერიაშვილს, რეზიკო გოგუას, მარიამ დოლიძეს, თამარ შულგას, მარიამ გუჯაბიძეს, მარიამ გურგენაძეს, მეგი ხარებავას და გიორგი ბიწაძეს საგრანტო დაფინანსების მოპოვება მიულოცა.
ტრადიციულად, სწავლის დაწყების პირველ პირველ დღეს დიპლომებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ I და II ხარისხის წარჩინებული მოსწავლეები, რომლებმაც სხვადასხვა ღონისძიებებში ისახელეს თავი და ასახელეს სკოლა.
„წლის საუკეთესო მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებისთვის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ შემდეგი მოსწავლეები: დაწყებით საფეხურზე - თამარ გურგენაძე; საბაზო საფეხურზე - ლიზი გუჯაბიძე; საშუალო საფეხურზე - არჩილ გვასალია, რომელიც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა „ფლექსის“ გამარჯვებულია და აშშ-ში აგრძელებს სწავლას.
საზეიმო ცერემონიალი დასრულდა სახელმწიფო დროშის აღმართვით დასრულდა. დროშის აწევის პატივი კი წილად ხვდათ წლის საუკეთესო მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები