ვერტყვიჭალის საჯარო სკოლას საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა სტუმრებს საპატიო დახვედრა მოუწყვეს და მათთან ერთად შეასრულეს ხალხური სიმღერები.
სკოლაში იმყოფებოდა მამა მირიანიც, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია.
მან მოსწავლეებს დაათვალიერებინა და გააცნო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ქრისტეფორე მეორე ციცქიშვილის მუზეუმი, რომელიც სკოლაში მდებარეობს.
იხილეთ ფოტოები