სამტრედიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეგიონალურ სასკოლო ოლიმპიადის შიდა შესარჩევ ტურში გაიმარჯვეს.
საუკეთესო მეკარე, სამტრედიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ახობაძე სერგო გახდა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტისა სამინისტროს ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რეგიონალური სასკოლო ოლიმპიადისთვის შიდა შესარჩევი ტურები, სპორტის თითქმის ყველა სახეობას მოიცავს და მონაწილეობას მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა იღებს.
ფინალურ მატჩს მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა გამარჯვებულ გუნდს სასკოლო ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები