შვილებზე განსაკუთრებულად მზრუნველი izrune.ge უკვე თბილისის N11 საჯარო სკოლაშია
22-10-2018
თბილისის N11 საჯარო სკოლამ და მისმა ლიდერმა დირექტორმა, ნინო ჯაბანიშვილმა დღეს ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალს, izrune.ge-ს უმასპინძლა.

სკოლის წარმატებულ მასწავლებლებსა და აქტიურ მშობლებს პორტალი თავად ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გააცნო. იზრუნეს ტესტებმა, ინოვაციურმა და მამოტივირებელმა მიდგომებმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ნინო ჯაბანიშვილის შეფასებით, izrune.ge საქართველოს ძლიერ მომავალს სჭირდება და დარწმუნებულია, რომ მისი მოსწავლეები და ყველაზე ლამაზი, აქტიური და კეთილგონიერი მშობლები პორტალში აქტიურად ჩაერთვებიან.

მშობლებმა izrune.ge-ს გაცნობით გამოწვეული მოულოდნელობა და ოვაციები ცხადად გამოხატეს და სკოლასა და პროექტს დიდი მადლობა გადაუხადეს ყველასათვის ხელმისაწვდომი, წამახალისებელი და რაც მთავარია, შვილებზე განსაკუთრებულად მზრუნველი izrune.ge-ს მათ ცხოვრებაში შემოტანისთვის.

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა .

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203