ორპირის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „მასწავლებელი შუქი სულისა“ გაიმართა.
ღონისძიება V-XI კალის მოსწავლეთა ინიციატივით ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თავისი დაწერილი ესეები და ჩანახატები წაიკითხეს და პედაგოგებს თემატური გაზეთები და საკუთარი ლექსები მიუძღვნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე მასწავლებლებს თვითნაკეთი სუვენირები და მისალოცი ბარათები მიართვეს.
5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები