ბარდნალის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
22-10-2018
ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის სამ პედაგოგს - მანანა ომანაძეს, მერაბ ქომეთიანსა და ლამზირა ონიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. 

მანანა ომანაძე დაწყებითი კლასების მასწავლებელია, მერაბ ქომეთიანი სკოლაში მათემატიკას ასწავლის, ლამზირა ონიანი კი - ქიმიას.

სკოლა პედაგოგებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203