თერჯოლის N1 საჯარო სკოლა 2018-19 სასწავლო წელს კვლავ განაგრძობს „წარმატებული მოსწავლის“ სტატუსის მქონე მოწაფეთა გამოვლენას.
სკოლის დირექციის ცნობით, კვირის „წარმატებული მოსწავლის“ სტატუსს მოიპოვებს ის, ვინც ერთი კვირის განმავლობაში ხუთ და მეტ 10-იანს დააგროვებს.
„ჩვენო ყოჩაღო მოსწავლეებო, გისურვებთ წარმატებას!“-აღნიშნულია განცხადებაში.