ბაკურიანის საჯარო სკოლის მეორეკლასელი ბარბარე შაუთიძე ყოველ ხუთშაბათს სულმოუთქმელად ელოდება რომ izrune.ge-ს ტესტები გააკეთოს
დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე ბარბარე შაუთიძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტის izrune.ge-ს ტესტირებებში აქტიურად მონაწილეობს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელი ყოველ ხუთშაბათს სულმოუთქმელად ელოდება, რომ
izrune.ge-ს ტესტები გააკეთოს.
აღსანიშნავია, რომ ბარბარე შაუთიძეს ბებია ზრდის. ინტერნეტის პრობლემის გამო იგი ყოველ ხუთშაბათს გაკვეთილების დასრულებას ელოდება, რომ ტესტები გააკეთოს.
„ნებისმიერი შედეგი ჩემთვის სასიხარულოა, მართალია ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ შემდგომ სწორი პასუხებიდან ხომ ვგებულობ, ამით ბევრ რამეს ვსწავლობ“,-ამბობს ბარბარე.
შეგახსენებთ,
izrune.ge არის მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტი, რომლის მთავარი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში.
მოსწავლეებს საშუალება აქვთ ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალურად შექმნილ უნიკალურ ტესტებში, მშობლებს კი შეუძლიათ თვალი მიადევნონ მოსწავლეების განვითარებას, მონაწილეობა მიიღონ მათ აღზრდა-განათლებისა და წახალისების პროცესში და იამაყონ მათი მიღწევებით.
იხილეთ ფოტო