ზესტაფონის შემოქმედებისა და კულტურის ცენტრის დარბაზში სკოლა „ანაბასისის“ დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
საღამოს წამყვანები იყვნენ სკოლა „ანაბასისის“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ელისო ბერაძე და მეთორმეტე კლასის მოსწავლე სანდრო ჭუმბურიძე.
„ანაბასისის“ მომღერალთა გუნდმა შეასრულა სკოლის ჰიმნი (ტექსტის ავტორი ლეილა გიორგაძე; მუსიკა ინგა ოდიკაძის;არანჟირება ლაშა მჭედლიძის; სკოლის გოგონათა გუნდის ხელმძღვანელი თეა მიქაბერიძე);
დიდი მოწონება დაიმსახურა კლიპმა, რომელიც სპეციალურად მომზადდა ჰიმნისთვის.
წამყვანებმა გაიხსენეს მძიმე 90-იანი წლები, როცა სკოლა დაარსდა, თუ რა პირობებში უხდებოდა მას განვითარება.
დარბაზს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ქეთევან ედიბერიძემ, შემდეგ სცენა დაეთმო „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორს ვლადიმერ გერეგას, რომელმაც ფასიანი საჩუქრი გადასცა სკოლას;
დარბაზისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა „ანაბასისის“ პედაგოგების თეა მიქაბერიძის, ნინო ტალახაძის, თეონა კაკალაძის, ელისო ბერაძის, თამარ დავლაძის, მაია ბიჩელაშვილის და ანა ჩუბინიძის მიერ შესრულებული სიმღერა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ანაბასისს“ იუბილე მიულოცეს ქალაქის მუსიკოსებმა და თავიანთი სიმღერით შექმნეს საახალწლო განწყობა.
საღამოს დასასრულს წამყვანებისა და მონაწილეების მიერ კიდევ ერთხელ შესრულდა „ანაბასისის“ ჰიმნი და საიუბილეო ღონისძიება დასრულდა ულამაზესი ფეიერვერკით.