წრომის სკოლა ყოველთვის ეხმიანება გლობალური თუ აქტუალური მნიშვნელობის პრობლემებს და ცდილობს თავისი სიტყვა თქვას საკითხის ირგვივ, რჩევა მისცეს ახალგაზრდობას უკეთესი მომავლის შესაქმნელად.
ასეთი აქტივობა დაიგეგმა მასწავლებლის ნატო სომხიშვილის მიერ, სადაც ჩაერთო საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
თემა - ,,ყველაზე აგრესიული ინფეცია-შიდსი“.
სკოლაში წინასწარ დარიგდა მოსწავლების მიერ შექმნილი ბუკლეტები, დაინტერესებულ სტუმრებს დარბაზში შესაფერისი გარემო დახვდათ.
სიმბოლური ბაფთები იყო თვალსაჩინო ადგილებზე დამაგრებული.
მოწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს შიდსის არსი, რა სიმპტომები ახასიათებს შიდს, ვინ არის მაღალი რისკის ჯგუფის მატარებელი, შეიძლება თუ არა მისი განკურნება, როგორ დავიცვათ თავი მისგან? რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში/ და ა.შ.
მოსწავლეები ნ.ქურდაზე, მ.სარალიძე, ნ.პონომარენკო და სხვანი თემის ირგვლივ საინტერესო ინფორმაციას აწვდიდა დამსწრე საზოგადოებას.
პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დავით იმედაშვილის მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმის, ''სტიგმა'', ჩვენება.
პრეზენტაციის ბოლოს სიმბოლური მესიჯები დაიგზავნა და განთავსდა სპეციალურ დაფაზე.