იზრუნე თითოეულისთვის ცალ-ცალკე და ყველასათვის ერთად - Izrune.ge-ს თბილისის N83 საჯარო სკოლა უერთდება
23-10-2018
თბილისის N83 საჯარო სკოლა ლიდერი დირექტორის, ნინელი ადამაშვილის ძალიხსმევითა და კეთილგონიერი მშობლების აქტივობით დღეს Izrune.ge-ს მრავალრიცხოვან ოჯახს შეუერთდა.

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი აუდიტორიას თავად პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გააცნო, იზრუნეს ტესტები პირაპირ რეჟიმში გაიარა და დაინტერესებულ მშობელთა კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

ნინელი ადამაშვილის შეფასებით, მის წარმატებულ სკოლასა და მოსწავლეებს Izrune.ge-ს საშუალებით კიდევ უფრო მეტი სიკეთის მიღება და საკუთარი უნარების მრავალმხრივ განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ.

მშობელთა თქმით კი, ყველასათვის ხელმისაწვდომი, შემეცნებითი, ინოვაციური და საოჯახო Izrune.ge მათთვის, შვილებთან ერთად, საინტერესო გამოწვევაა, რომელიც წრმატებული მომავლისკენაა ორიენტირებული.

დამსწრეთა აზრით, აუცილებელია, შვილების თანაკლასელებსა და მათ მშობლებსაც მიაწვდინონ Izrune.ge-ს ხმა, რათა ინდივიდუალური ტესტებით -  თითოეულისთვის ცალ-ცალკე და გუნდური მიდგომით - ყველასათვის ერთად ზრუნვა იყოს შესაძლებელი.

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა .

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203