პატრიარქი სასკოლო პროგრამაში იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის“ შეტანის მომხრეა
23-10-2018

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის წევრებს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე მომავალი თაობის სულიერი და ინტელექტუალური აღზრდის შესახებ იმსჯელეს. ილია მეორემ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისათვის მადლობა გადაუხადა და გაიზიარა მათი პოზიცია სასკოლო პროგრამაში იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის“ შეტანის აუცილებლობის შესახებ.

ღონისძიების დასასრულს პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელმა, გარი ჩაფიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლითა და პრემიით დააჯილდოვა.

ამავე თემაზე იხილეთ: "იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება“ სკოლებში გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნებას ითხოვს 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203