იორმუღანლოს საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს
24-10-2018
იორმუღანლოს საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლების დღე აღნიშნეს. 

მათ მასწავლებლებს წაუკითხეს ლექსები, გამონათქვამები მასწავლებლებზე და გაიხსენეს ცნობილი ქართველი პედაგოგები. 

ერთ-ერთმა მოსწავლემ ქართულ ენაზე დაწერილი საკუთარი ლექსიც წაიკითხა, რომელიც თავის ქართული ენის მასწავლებელს მიუძღვნა. 

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. 

ღონისძიებას კლასის ხელმძღვანელი თელი ქაზუმოვა ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203