თბილისის N71 საჯარო სკოლამ „ყველაზე წიგნიერის“ ტიტული მიიღო
24-10-2018
თბილისის N71 საჯარო სკოლამ მონაწილეობა პროექტში „ყველაზე წიგნიერი“ მიიღო.

მოსწავლეებმა და პედაგოგმა ღირსეული ადგილებიც დაიკავეს.

კერძოდ, VI კლასის მოსწავლე ელენე სამაკაშვილმა სტატუსით „ყველაზე წიგნიერი პოეტი“ მე-2 ადგილი მოიპოვა;

VI კლასის მოსწავლე ანასტასია სებისკვერაძემ ტიტული - „ყველაზე წიგნიერი მწერალი“ და 100 ლარის წიგნების ვაუჩერი მიიღო;

„ყველაზე წიგნიერი მასწავლებელი“ ამავე სკოლის პედაგოგი მაია ირემაშვილი გახდა.

თავად სკოლამ კი „ყველაზე წიგნიერი სკოლის“ სტატუსი და 1000 ლარის წიგნების ვაუჩერი მოიპოვა.

პროექტის ორგანიზატორმა თათია დარსალიამ ჯილდოები და პრიზები  სკოლას მიაწოდა. დირექცია მას და „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობას მადლობას უხდის.

ასევე, მოსწავლეებსა და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა, გამარჯვებას ულოცავს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203