ხიდრის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა
24-10-2018
ხიდრის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სკოლა გახსნა. 

ხიდრის ახალ, ოპტიმიზირებულ სკოლაში ამჟამად 16 მოსწავლე განაგრძობს სწავლას. 

სკოლის მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე, ენერგოეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალა. 

პროექტი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსებულია აქტივობის კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო. 

20-25 ბავშვიანი, მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა დაინვენტარით. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

სკოლის დირექცია, მოსწავლეები, მათი მშობლები და სრულიად სოფლის მოსახლეობა უდიდეს მადლიერებას გამოხატავენ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203