სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს
24-10-2018
ნინოწმინდის, სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის - „ხელოვნება სწავლის სამსახურში“ ფარგლებში, ნამუშევრები შექმნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები პროექტში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები სკოლაში გამოფინეს.