ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილები ინტელექტუალური თამაშების სახით ტარდება
24-10-2018
ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშების სახით თავისუფალი გაკვეთილები ტარდება.
 
პროცესი მოიცავს შემდეგ აქტივობებს: კითხვა -პასუხი, დისკუსია და როლური თამაშები.

ინტელექტუალური თამაშები დაყოფილია კატეგორიებად: თეატრის, მუსიკის, კინოს, ლიტერატურის, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია.

კითხვა-პასუხის რეჟიმში არგუმენტირებული მსჯელობით ნორჩი ინტელექტუალები  ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების ხვეწენ, ცოდნის ხარისხს იმაღლებენ, კონკურენტუნარიანობის დონეს იძლიერებენ და დარბაზთან ოპონირებენ. 

განხორციელებულ აქტივობებში  მოსწავლეების შემოქმედებითი და კრეატიული თვისებები ვლინდება. 

სკოლის დირექციის ცნობით, სულ 12 გაკვეთილი ჩატარდა: „მოგზაურობა კინოს სამყაროში“, „თეატრალური კალეიდოსკოპი“, „სამყარო მშვენიერია“, „ სამშობლოს სახელით“, „საქართველოში გაჩენის ღირსი“, „ ციხე-ტაძართა საგალობელი“, „ეს ჩემი საქართველოა“, „ მცხეთის ქალაქს მირონი  დუღს“ და  „ საქართველო და სვეტიცხოველი“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203