ბანძის საჯარო სკოლის მოსწავლეებსთვის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს
24-10-2018

მარტვილის, ბანძის საჯარო სკოლაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

მათ სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებისათვის სამხედრო პროფესიის, მისი უპირატესობების, ქართული იარაღის სახეობების, ისტორიის და საქართველოს ეროვნული გმირების ცხოვრებისა და საბრძოლო ეპიზოდების გაცნობა.

მოსწავლეები დაინტერესდნენ ეროვნული გმირების პირადი ცხოვრებითა და ბრძოლებში გამოჩენილი თავდადების მაგალითებით. 

შეხვედრის გაიმართა დისკუსია ბოლოს, რომელშიც მოსწავლეებმა - დავით წოწონავამ, ზურაბ გაწერელიამ, ნიკოლოზ ბასილაიამ და ხატია ფიფიამ თავი გამოიჩინეს. 

„ჩვენი სკოლის მოსწავლეების სახელით საინტერესო პრეზენტაციის წარმოდგენისათვის მადლობა ვუცხადებთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-3 ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლებს ლეიტენანტ ანზორ ცხადაძეს და მასტერ სერჟანტ ზაზა კოპალიანს“,-ამბობს სკოლის წარომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203