დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლაშქრობაზე იმყოფებოდნენ
24-10-2018
თიანეთის N2 საჯარო სკოლის V-VIII კლასის მოსწავლეებმა თიანეთის ღირშესანიშნავი ადგილები „არხალის ციხე“ და „მოლამური“ დაათვალიერეს.
ლაშქრობაზე მოსწავლეებთან ერთად კლასის ხელმძღვანელები ნათია დავითაშვილი, ნინო ნინიაშვილი და თიანეთის
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელი ვახტანგ ურუშაძე იმყოფებოდნენ.
„ეს
ორივე ძეგლი საქართველოს ისტორიის საინტერესო მასალებს ინახავს. ლაშქრობიდან მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დატვრთულები დაბრუნდნენ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.