ბათუმის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი სამინისტრომ დააჯილდოვა
24-10-2018
მასწავლებლის კვირეულთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა.
ამ ღირსეულ ნომინაციაზე ბათუმის N1 საჯარო სკოლამ მათემატიკის მასწავლებელი ნანა სიხარულიძე წარადგინა, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა ფულადი ჯილდოთი და მადლობის ბარათით დაასაჩუქრა.
ნანა სიხარულიძე ბათუმის N1 სკოლაში 2004 წლიდან მუშაობს. 2017-2018 სასწავლო წელს მისი ხელმძღვანელობით მოსწავლეთა გუნდმა ჯგუფურ ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავა.