ორპირის საჯარო სკოლაში „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში „შემოქმედთა კლუბის“ მორიგი, მე-10 მეცადინეობა ჩატარდა.
წრეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ბაკურაძე ხელმძღვანელობს.
მეცადინეობა წმინდა შუშანიკის გარდაცვალების დღეს მიეძღვნა.
VII-VIII კლასის მოსწავლეებმა პირველი ლიტერატურული ძეგლის შესახებ ვიდეოფილმი ნახეს. კინოჩვენების შემდეგ კი დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებმა ასევე პროექტის ფარგლებში შეძენილი წიგნები განიხილეს.
იხილეთ ფოტოები