ფოთის N1 საჯარო სკოლის 1-ელ კლასში, ტრადიციულად, წინასაანბანო პერიოდი საზეიმო გაკვეთილით შეაჯამეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
„ტრადიციულად, ჩვენს სკოლაში წინასაანბანო პერიოდის შეჯამება საზეიმო გაკვეთილით სრულდება და იწყება ნამდვილი მოგზაურობა „ანბანეთის სამყაროში“.
„აი ია“- პირველი საფეხური, პირველი გაკვეთილია ამ ჯადოსნურ სამყაროში და იგი ყოველთვის გამორჩეულია, მთელი ცხოვრების მანძილზე რომ გვამახსოვრდება. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პირველკლასელებს და მათ პედაგოგებს“,-ამბობს სკოლის წამომადგენელი.
იხილეთ ფოტოები