ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში სასკოლო წრეები ფუნქციონირებს
24-10-2018

შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის პედაგოგთა მთავარი მიზანია.

მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში სკოლის კათედრების წარდგენით, სასკოლო სასწავლო გეგმაში ბრძანების საფუძველზე, დამტკიცებულია საგნობრივი წრეები და კლუბები, სადაც ბავშვები შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში თავიანთი სურვილისამებრ გაწევრიანდნენ. ყველა წრეს და კლუბს გაწერილი აქვს სამუშაო გეგმა, წესდება, მუშაობის დრო, გრაფიკი და შესაბამისი მოთხოვნები.

სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები:

1. სამოქალაქო განათლების წრე; ხელმძღვანელი: დარიკო მელაძე მე-9, მე-10 კლასი
2. მათემატიკის წრე: „თაგესი“; ხელმძღვანელი: ნაზიბროლა ბოლქვაძე მე-2, მე-4 კლასი
3. ისტორიის წრე „ჩვენი საუნჯე“; ხელმძღვანელი: ისტორიის მასწავლებელი ნათელა ბოლქვაძე მე-5, მე-6, მე-7 კლასი
4. წრე: „მე და საზოგადოება“; ხელმძღვანელი: ლიანა ბოლქვაძე მე-3, მე-4 კლასი
5. „ქართული ენის მართლწერა“; ხელმძღვანელი: ფატმან ცეცხლაძე მე-8, მე-9 კლასი
6. წრე „პატარა შემოქმედი“; ხელმძღვანელი: ქართული ენა ლიტერატურის მასწავლებელი მზევინარ ცეცხლაძე მე-6, მე-7 კლასი
7. ინგლისური ენის წრე; ხელმძღვანელი: იამზე ბოლქვაძე მე-7, მე-8 კლასი

კლუბები:

1. მხატვრული კითხვის კლუბი: „აისი“, კურატორი: ფატმან ცეცხლაძე; მე-5-9 კლასის მოსწავლები სურვილისამებრ 
2. „ანიმაციური ფილმები ინგლისურად“; კურატორი: იამზე ბოლქვაძე მე-5-12 კლასის მოსწავლეები
3. კინოკლუბი „მე მიყვარს კინო“; კურატორი: დარიკო მელაძე, მე-5-12 კლასის მოსწავლეები
4. კლუბი „ფოლკლორი ჩემს კუთხეში“, კურატორი: მზევინარ ცეცხლაძე მე 5-12 კლასი
5. კლუბი „გვიყვარდეს წიგნი“, კურატორი: ლიანა ბოლქვაძე მე-3 კლასი
6. ისტორიის კლუბი „მატიანე“, კურატორი: ნათელა ბოლქვაძე მე-5, მე-6, მე-7 კლასი
7. მკითხველთა კლუბი „ლილია“, კურატორი: ნაზიბრალა ბოლქვაძე, მე-2, მე-4 კლასი

განახლების საჯარო სკოლა მადლობას უხდის სკოლის ადმინისტრაციას კლასგარეშე მუშაობის ხელშეწყობისათვის.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203