ანდეზიტის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლაშქრობაში იმყოფებოდნენ
25-10-2018
ბორჯომის, ანდეზიტის საჯარო სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები ლაშქრობაში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა ანდეზიტიდან სოფელ საკოჭავამდე სავალი გზა (4კმ) ფეხით გაიარეს, სოფელი დაათვალიერეს, გზა დიდი ცემის ე.წ. „ეიფელის ხიდისაკენ“ „კუკუშკა“ მატარებელით განაგრძეს, შემდეგ კი ფეხით ჩავიდნენ დაბა წაღვერში და მჟავე წყლები და წაღვერის სხვა ადგილები ნახეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ლაშქრობიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
„ამ სასიამოვნო დღის მოწყობაში დიდი წვლილი მიუძღვის ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელმაც „კუკუშკით“ მგზავრობის ბილეთები საჩუქრად გადმოგვცა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტო