სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა
25-10-2018

სამტრედიის N12 საჯარო სკოლის I კლასში დამრიგებელმა, სოფიკო მარჯანიძემ ღია გაკვეთილი ჩაატარა. 

პედაგოგმა მოსწავლეებს ანბანის შემობრძანება მიულოცა და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა. 

ღია გაკვეთილზე მოსწავლეებმა მოისმინეს დედა ენას ჰიმნი, წაიკითხეს ლექსები იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებიდან და გაეცნენ ორი ხმოვნისაგან შედგენილ საოცარ სიტყვას „იას“.

„აი ია“ - ეს არის თავდაპირველი სიტყვა ყველა ქართველისა, რომელიც პირველად გადაშლის დედა ენას, რათა მადლიან, ტკბილ ქართულ ენას ეზიაროს, ულამაზესი, დახვეწილი ქართული ანბანი გაიცნოს, მერე კი მთის კამკამა წყაროსავით წამოვა წყურვილი ცოდნისა, გაჰყვება ნაკადულს, შეერთვება მდინარეებს, გავა ენის დიდ ზღვაში, სიბრძნის დაულეველ ზღვაში“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203