ჭიათურაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა.
ღონისძიებაზე წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, ქალაქის გამგეობამ N2 საჯარო სკოლის 5 მასწავლებელი დააჯილდოვა.
კერძოდ კი წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სკოლის დირექტორი ცირა ბრეგვაძე, ქართულის მასწავლებელი ჟუჟუნა ბურჯანაძე, გეოგრაფიის მასწავლებელი მეგი მამაცაშვილი, ქიმიის მასწავლებელი ხათუნა ლომიძე და ისტორიის მასწავლებელი ნარგიზა კუტალია დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გაიმართა.
იხილეთ ფოტოები