სამების საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა
25-10-2018
წალკის, სამების საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა. მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს მხატვრულ კითხვაში შეეჯიბრნენ. სკოლის აღსაზრდელებმა ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, განსაკუთრებული მოწონება მეოთხე კლასის მოსწავლემ, ლაშა აბულაძემ დაიმსახურა.
ღონისძიების მონაწილეები წამახალისებელი სიგელებით დაჯილდოვდნენ. იხილეთ ვიდეო