თბილისის N12 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ლეპტოპებით დასაჩუქრდნენ
25-10-2018
თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ლეპტოპებით დააჯილდოვა. 

მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულების გამო დასაჩუქრდნენ. 

მათ ლეპტოპები პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში გადაეცათ. 

ლეპტოპებით დასაჩუქრდნენ მოსწავლეები: თეკლა კიკნაძე, ელენე გორდელაძე, მარიამ თიგიშვილი და თორნიკე მაზანაშვილი. 

„დიდი მადლობა დირექტორს მედეია გურგენაძეს, სასწავლო ნაწილის გამგეს მაია ბერძენიშვილს, კლასის დამრიგებელს ლუიზა კიკაბიძეს და პედაგოგებს. ვაცნობიერებთ, რომ დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ეს ჯილდო ფრთებს შეგვასხამს და უფლებას არ მოგვცემს ჩავიმუხლოთ და მოვდუნდეთ“ - აღნიშნავენ მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203