ზემო სარალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე გორში იმყოფებოდნენ
25-10-2018

ზემო სარალის საჯარო სკოლის მოსწავლეები გორში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

კერძოდ კი მათ მოინახულეს გორის ციხე, შინდისის მემორიალი, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი და უფლისციხე.

მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში მის ცხოვრებას და საქმიანობას გაეცნენ; ნახეს მისი ყოფა - ცხოვრების ამსახველი დეტალები; კლასი - სადაც მისი დამსახურებით წერა - კითხვას სწავლობდა მოსახლეობა. ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მუშაობაში; დაათვალიერეს „დედა ენის“, „ბუნების კარის“ და „რუსკოესლოვოს“ სხვადასხვა დროის გამოცემები.

მოსწავლეები ექსკურსიაზე წასვლამდე ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით გაეცნენ, ასევე, კლასგარეშე მეცადინეობებზე ისაუბრეს, შემდეგ კი გორის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ადგილები მოინახულეს.

ექსკურსია მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები და ერთ-ერთი მოსწავლის მიერ დაწერილი ექსკურსიის დღის აღწერა, რომელსაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203