უბისის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ზეიმით აღნიშნეს
25-10-2018
უბისის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ზეიმით აღნიშნეს.
სკოლის დირექტორმა მარინა სახვაძემ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, ხოლო უმცროსკლასელი მოწაფეები საჩუქრებით დააჯილდოვა.
უბისის საჯარო სკოლას ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარაბაქაძეც ეწვია. მან ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მასწვალებლებსა და მშობლებს მიულოცა.
სკოლის წარმომადგენლების ცნობით, მიმდინარე წელს მრავალი აქტივობა იგეგმება.
მათივე ინფორმაციით, საგაკვეთილო პროცესი სრულყოფილად მიმდინარეობს.